რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ინტერი
35%
ინტერი
VS
04/10/2022 23:00
ბარსელონა
65%
ბარსელონა

ინტერი - ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინტერი ბარსელონას უმასპინძლებს.

ჯგუფურ ეტაპზე ორივე გუნდმა ორი მატჩის შემდეგ 3-3 ქულა დააგროვა. მართალია ბოლო მატჩი ბარსელონამ სტუმრად ბაიერნთან შესანიშნავად ჩაატარა და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ კარში დარტყმის დროს გუნდს 6 ქულა ჰქონოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჯგუფიდან ბაიერნი აუცილებლად გავა ხოლო დარჩენილი ერთი ადგილისთვის ბარსელონა და ინტერი იბრძოლებს.

ბარსელონა მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება და ლა ლიგის ცხრილსაც ლიდერობს. გუნდმა ლა ლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა რაც საუკეთესო შედეგია. აშკარაა, რომ ჩავი დაცვის ხაზს კარგად ემუშავა და შედეგიც სახეზეა. ამ დაცვის ორი მთავარი ფიგურა არაუხო და კუნდე დღეს გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ინტერს გოლის გატანის საკმაოდ კარგ შანსს აძლევს.

ინტერსაც ლუკაკუ და ბროზოვიჩი ვერ დაეხმარება. 8 ტურის შემდეგ იტალიელები ცრხილის 9-ე პოზიციას იკავებენ 4 მოგებითა და 4 წაგებით. გუნდმა მიმდინარე გათამაშება საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო და დიდი ალბათობით ვერც ბარსასთან მოახერხებენ საკუთარი ფორმის უცებ გამოსწორებას. ბოლო ორი მატჩი ინტერმა რომასთან და უდინეზესთან დათმო.

ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებიდან ბარსამ 4 მოიგო და ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. აშკარაა ესპანელების უპირატესობა ამ დუელში. თუმცა უნდა გავიხსენოთ 2010 წელი როცა ინტერმა შინ 3-1 იმარჯვა და იმ წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ვფიქრობ, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული იქნება, ორივე გუნდი აქცენტს შედეგზე გააკეთებს რადგან 3 ქულა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არც ქულა იქნება რომელიმესთვის დამღუპველი. მგონია, რომ ბარსა აუცილებლად მოახერხებს ინტერის კარის აღებას, ლევანდოვსკი ასაკში შედის და ძალიან უნდა ოქროს ბურთის მოგება, შესაბამისად სწორედ ასეთი მატჩებია სადაც პოლონელმა მისი მაღალი კლასი უნდა აჩვენოს.

ჩემს არჩევანს ჯარიმებზე შევაჩერებ. არაუხოს და კუნდეს არყოფნაში, ბარსას ნახევარმცველებს მეტი შრომა მოუწევთ კონტრშეტევებზე და პოზიციური შეტევების დროს რადგან ისე იმედიანად ვერ იქნებიან უთამაშებელი პიკესა და კრისტენსენის დუეტის მიმართ. ანალოგიურად ინტერიც არ მოერიდება უხეშობას ბარსას სწრაფი გარემარების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მატჩში მინიმუმ 5 ბარათი იქნება. ასევე შესაძლებელია ბარსას 2.5 მეტი ბარათის აღება (ბუსკეცი, გავი, პიკე).

ჩემი პროგნოზი: 4.5 მეტი ბარათი
სახელი: Gaucho
115
დაემატა | 4-10-2022, 22:30
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
50%
ნოტინგემი
VS
50%
ფულემი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდი ჯარიმა 9.5 მეტი
16/09/2022 23:00
მოგებული
სრულად
80%
ბარსელონა
VS
20%
რაიო ვალეკანო
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
13/08/2022 23:00
წაგებული
სრულად
70%
ბეტისი
VS
30%
მალიორკა
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
20/02/2022 21:30
მოგებული
სრულად
50%
ვალენსია
VS
50%
ბარსელონა
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
20/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად