ყატარი - სენეგალი
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში ყატარი სენეგალს დაუპირისპირდება.
ყატარმა და სენეგალმა ჯგუფური ეტაპის მატჩები ორივემ დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს 0 ქულა აქვს, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ორივე ერთ დონეზე გამოიყურება.
ყატარმა ეკვადორის წინააღმდეგ ვერაფერი აჩვენა. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ნაკრები ამხანაგურ მატჩს ატარებდა, თუმცა შესაძლოა ეს ეკვადორის კარგად მომზადებამ გამოაჩინა. ფიზიკურ ასპექტში განსაკუთრებით სუსტად გამოიყურებოდნენ მასპინძლები და აშკარა იყო, რომ ეკვადორის შეტავაზებული ტემპის და ფიზიკური ორთაბრძოლების გამკლავება ვერ შეძლეს, მეტიც ამ ასპექტში ახლოსაც არ იყვნენ მეტოქესთან.
სენეგალმა პირიქით, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის წინააღმდეგ. მატჩის ნეიტრალურ მაყურებელს უკმაყოფილების გრძნობა დარჩა რადგან სენეგალი მარცხს იმ მატჩში არ იმსახურებდა. ჰოლანდიას ცოტა საფეხბურთო იღბალიც დაეხმარა და დაძაბული მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა.
რა შეიძლება გამოვარჩიოთ ამ ორი გუნდის თამაშდან. ყატარმა ეკვადორის წინააღმდეგ მასპინძლის როლში გამართულ გახსნით მატჩში მეტოკის კარის ჩარჩოში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, გუნდი 15 ჯერ დაჯარიმდა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა მხოლოდ და მხოლოდ 15 სახიფათო შეტევა განახორციელეს, რაც იმის ფონზე, რომ პირველი ტაიმი წააგეს საკმაოდ ცოტაა.
სენეგალმა, როგორც აღვნიშნე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჰოლანდიის წინააღმდეგ. გუნდმა 14 ჯერ გაისროლა კარისკენ საიდანაც 3 ჯერ მეკარეს მოუწია ბურთის მოგერიება, 6 კუთხური მოაწოდა, 13 ჯერ დაჯარიმდა საიდანაც მხოლოდ 2 შემთხვევაში მიიღეს გაფრთხილება. რაც შეეხება სახიფათო შეტევებს გუნდმა 53 ჯერ შეუტია მეტოქის საჯარიმოს.
თუ რაიმე სამართალი და სამართლიანობა არსებობს ფეხბურთში ეს თამაში ჩემი აზრით უდაოდ სენეგალმა ყველანაირი პრობლემის გარეშე უნდა მოიგოს. მსოფლიო ჩემპიონატი ყატარშია სადაც მსოფლიოს არაერთი კორუფციისა თუ შეთქმულების თეორია ტრიალებს, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების ფაქტი რად ღირს. აქედან გამომდინარე შედეგზე თამაში ცოტა სარისკოა, ვინ იცის ვის ტვინში რა ტრიალებს და რა მაქინაციებია დატრიალებული ყატარის ნაკრებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ სენეგალი ჰოლანდიის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის მსგავსად ფლანგებს ძალიან ხშირად გამოიყენებს და ეცდება რაც წინა მატჩში ვერ მოახერხეს ამ თამაშში აინაზღაურონ. ბევრი დარტყმა, ბევრი შეტევა და დიდი ალბათობით კუთხურსაც არაერთხელ მოაწოდებენ. ამავდროულად ვფიქრობ რომ ამ მატჩში აუტებიც ტოტალზე ზემოთ წამოვა, რადგან ორი საშუალო დონის გუნდია, ყატარი მეორე ტაიმში ჩემი აზრით ძალიან დაღლილი იქნება და ბურთის მოგერიებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. ზემოთ როგორც ვახსენე სენეგალელბის ფლანგებიდან შეტევას არაერთი კუთხური და ამასთანავე აუტი უნდა მოყვეს.
ჩემს არჩევანს კი სენეგალის კუთხურების ტოტალზე შევაჩერებ. კერძოდ, სენეგალი მოაწვდის 4.5 მეტ კუთხურს. სენეგალის 5.5 მეტი კუთხურის აღებაც შეიძლება, თუმცა ცოტა სარისკოა და რისკი ვისაც გიყვართ წამოსვლის შემთხვევაში ჯილდოც მაღალი კოეფიციენტია.
ჩემი პროგნოზი: სენეგალი კუთხურები 4.5 მეტი