ალმერია - რაიო ვალეკანო
მაშ ასე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ განახლებულ ლა ლიგას ალმერიასა და რაიო ვალეკანოს დაპირისპირება გახსნის.
საფეხბურთო არდადეგებმა საკმაოდ სწრაფად გაირბინა და ევროპის წამყვან ქვეყნებში საფეხბურთო ჩემპიონატები ბრუნდება. დღეს, 11 აგვისტოს ლა ლიგის 2023-2024 წლის სეზონის პირველი მატჩი გაიმართება. კარგი იქნებოდა გახსნითი მატჩი სახელოვანი დიდი კლუბების მონაწილეობით ყოფილიყო, თუმცა დიდ ფეხბურთს მონატრებული მაყურებელი არც ალმერიასა და რაიო ვალეკანოს დაპირისპირების ნახვაზე იტყვის უარს.
ზოგადად ახალი სეზონის პირველი მატჩები რთული გასაანალიზებელია, უფრო სწორად გასაანალიზებლად მარტივია, თუმცა რა შედეგი დადგება ან რამდენად ახლოს იქნება ანალიზი ეგ არის რთული სათქმელი. პირველ ტურებს, ყოველთვის ახლავს კონსპირაციები (თუმცა რეალობასთან საკმაოდ ახლოს მყოფი) ტოტალიზატორების ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე, რთულია განსაზღვრო, რომელი გუნდი როგორ მოემზადა და რეალურად რამდენად მზად არიან სეზონის დასაწყებად.
შესავალი იქეთ იყოს და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ალმერია გასულ სეზონში სასწაულებრივად გადაურჩა სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებას. ესპანიოლთან ბრძოლაში აღებული 1 ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გუნდი ლა ლიგაში დარჩენილიყო. ზაფხულის აქტივობას თუ გადავავლებთ თვალს, გუნდი არ გაძლიერებულა, პირიქით მთავარი თავდამსხმელი ბილალ ტურე გუნდიდან წავიდა. სიახლე ის არის, რომ ალმერიას ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, ვისენტე მორენო, რომელმაც გუნდი პრე-სეზონზე მოამზადა და შეეცდება შარშანდელის მსგავსად მიმდინარე სეზონში გუნდი ლა ლიგაში დატოვოს.
რაიო ვალეკანოც ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით შეხვდება. ფრანცისკო შეეცდება რაიო ვალეკანოს წინა წლების შედეგები გააუმჯობესოს და როგორმე გუნდი ევრო თასების ზონაში შეიყვანოს. უნდა აღინიშნოს, რომ რაიო გასულ სეზონში სტუმრად საშინლად გამოიყურებოდა, შესაბამისად თუ კლუბს ევრო თასების ადგილისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი, ამ სეზონში სტუმრად უკეთ თამაში მოუწევთ.
წინა სეზონის ურთიერთდაპირისპირებებში გუნდებმა საკუთარი მოედნის უპირატესობა გამოიყენეს და 2 მატჩში თითომ 3 ქულა ჩაიწერა. ალმერიამ სახლში რაიოს 3-1 სძლია, ხოლო სტუმრად 0-2 დამარცხდა.
გუნდების წინასასეზონო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს, ვერაფრით ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად კარგ ფორმაშია და ფავორიტი უნდა იყოს ამ მატჩის. ერთი ფაქტი კი თვალშისაცემია, რაიომ აშკარად რამდენიმე თავით ძლიერ მეტოქეებთან გამართა ასპარეზობა ვიდრე ალმერიამ და გუნდს არცერთ მათგანთან თავი არ შეურცხვენია.
პროგნოზს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი 3 ქულისთვის გამოვა მინდორზე. ალმერიამ წინა სეზონში, რაიო საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ეს ფაქტი ასე თუ ისე პოზიტიურად იქნება მათ გონებაში დალექილი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე გუნდს ახალი თავკაცი ყავს შესაძლოა, რადიკალურად სხვა ტიპის ტაქტიკური და გუნდური თამაში ვიხილოთ. ახალი მწვრთნელის ფაქტორი ასევე იმოქმედებს ფეხბურთელებზე, რადგან პირველივე ოფიციალური მატჩიდან უნდა მოინდომონ მაქსიმალურად, იმისთვის რომ ახალი მწვრთნელების გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდნენ და ძირითადში ადგილი დაიმკვიდრონ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მოედანზე ვიხილავთ ნამდვილ შერკინებას, შეგვიძლია ნამდვილი ომიც ვუწოდოთ. ამ მატჩს როცა შევხედე პირველი რაც გავიფიქრე იყო ჯარიმების და ბარათების მეტობა. ვფიქრობდი, რომ 5 ბარათი სავსებით ნორმალური იქნებოდა მატჩისთვის, თუმცა 4 ბარათს ტოტალიზატორები 1.5 კოეფიციენტით აფასებენ. ამის მიზეზი კი მატჩის არბიტრია, ხავიერ ალბეროლა, რომელიც ისეთი არასტბილურია ბარათების დარიგებაში, რომ დარწმუნებული ვარ თავადაც ვერ არის გარკვეული რომელ მატჩში რა დარღვევაზე უნდა გააფრთხილოს ფეხბურთელი. ამ პროგნოზში ერთადერთი რისკი არის მსაჯის მოქმედება, სხვა შემთხვევაში ფეხბურთელები აუცილებლად იუხეშებენ იმ დონეზე, რომ მათ ბარათები დაიმსახურონ. ამ პროგნოზს ისიც ამყარებს, რომ გუნდების ბოლო ოთხი ურთიერთდაპირისპირებიდან 3-ში წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები.
ჩვენი პროგნოზი: 3.5 მეტი ბარათი