სევილია - ვალენსია
ლა ლიგის პირველ ტურში ერთმანეთს სევილია და ვალენსია დაუპირისპირდება.
გასულ სეზონში ლა ლიგის ნახევარზე მეტი სევილია საშინლად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდში მწვრთნელი შეცვალეს და ხოსე მენდილიბარის მეთაურობით გუნდმა იმაზე მეტი ქულა დააგროვა ვიდრე სეზონში მანამდე ჰქონდა. ამავდროულად სევილიამ საკუთარი სახელობის - უეფას ევროპა ლიგა 7-ედ მოიგო. მენდილიბარმა დაამტკიცა, რომ სევილიას მართვა საკმაოდ კარგად შეუძლია და წლევანდელ სეზონში გუნდი აუცილებლად იბრძოლებს მაღალი ადგილისთვის.
ვალენსიას რაც შეეხება, გუნდი ბეწვზე გადაურჩა ლა ლიგიდან გავარდნას. ერთადერთი ნათელი წერტილი რასაც ვალენსიას ხსენებაზე ვხედავ არის გიორგი მამარდაშვილი. ჩვენებური, რომელიც ღამურებში კარგ გამოცდილებას აგროვებს და საკმაოდ კარგ დონეზე გამოიყურება. ტიბო კურტუას ტრამვის შემდეგ, გიორგის გვარი დე ხეას, კეპასა და ბონოს გვერდით ახსენეს. საინტერესოა რამდენად სერიოზულად განიხილება მისი კანდიდატურა სამეფო კლუბში.
გუნდების ბოლო 5 ურთეირთშეხვედრა 3 შემთხვევაში სევილიას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2 მატჩში ქულები გაიყვეს. 5 მატჩიდან მხოლო ერთი მატჩში გავიდა 2.5 მეტი გოლი და ორ მატჩში სევილიამ მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.
წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩებსაც თუ გადავავლებთ თვალს, უნდა ითქვას, რომ სევილიამ 8 მატჩი ჩაატარა, ხოლო ვალენსიამ 5. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა ამხანაგური მატჩების შედეგებით დიდი დასკვნების გამოტანა არ ღირს.
ამ თამაშში თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ მამარდაშვილის სეივები კარგი პროგნოზი იქნებოდა. სიმართლე, რომ ვთქვათ არც ეხლა ვფიქრობ სხვაგვარად. ამას თავისი მიზეზები აქვს, ის რომ სეზონის პირველი მატჩია და ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ამავდროულად მადრიდის კარის დარაჯის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი და თუნდაც რამდენიმე კარგი სეივი შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი იყოს.
ჩემს პროგნოზს რაც შეეხება, ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება ყოველთვის უხეშობით გამოირჩევა. ამ ჯერად ბარათებზე არ მექნება საუბარი, ვისაუბრებ უშუალოდ ჯარიმების რაოდენობაზე. სევილია კარგად მოემზადა ამ სეზონისთვის, ფაქტია რომ გუნდი იმაზე მეტად დაიხარჯა ვიდრე ზოგადად იხარჯებიან ხოლმე, ამის დასტურია 8 ამხანაგური მატჩი სეზონის დაწყებამდე. ვალენსიას რაც შეეხება, წინა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდი იყო სტატისტიკის მიხედვით. ჩემს არჩევანს ტოტალიზატორების გამოტანილი ტოტალიც უწყობს ხელს. ჩემი გამოცდილებით და ცოდნით ამ მატჩში 1.6-1.7 კოეფიციენტი 30 ჯარიმიდან უნდა იწყებოდეს, თუმცა 26 ჯარიმას 1.6 კოეფიციენტით აფასებენ, რაც მგონია რომ საკმაოდ გულუხვი კოეფიციენტია. ვისაც რისკი გიყვართ 27-28 ჯარიმაც საკმაოდ რეალურია.
ჩემი პროგნოზი: 25.5 მეტი ჯარიმა