რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ექსელსიორი
20%
ექსელსიორი
VS
19/08/2023 18:30
აიაქსი
80%
აიაქსი

ექსელსიორი - აიაქსი

ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს ექსელსიორისა და აიაქსის გუნდები დაუპირისპირდება.

ჩემპიონატი ორივე გუნდმა 3 ქულით დაიწყო. ექსელსიორმა, ყველასთვის მოულოდნელად, საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ მატჩში, ნაიმეგენი სტუმრად 4-3 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, როგორც გატანილი გოლების ასევე მომენტების მიხედვით. საბოლოოდ, მატჩს ბოლო წუთებზე თითქმის ყველა შეთანხმებული იყო რომ მატჩი ფრედ 3-3 უნდა დასრულებულიყო, თუმცა ექსელსიორმა 99 წუთზე გოლი გაიტანა და პირველი 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში.

აიაქსმა, პირველ ტურში ჰერაკლესს უმასპინძლა. ვისაც მატჩი არ უნახავს და ანგარიშით ისმჯელებს, იტყვის რომ ამსტერდამელებმა საკმაოდ მარტივად და კომფორტულად მოიგეს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. მატჩში სტუმრები და წინაურდნენ, თუმცა აიაქსმა მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულს. აიაქსი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა 75 წუთამდე წინ გასვლა ვერ მოახერხეს. დარჩენილი ორი გოლი კი უკვე გატეხილ და დანებებულ ჰერაკლესს მარტივად შეუგდეს. საბოლოო ანგარიში 4-1 დაფიქსირდა.

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში, 5 ივე აიაქსმა მოიგო, ამასთან საკმაოდ კომფორტულად და დიდი ანგარიშით. ჯამში ამ 5 მატჩში აიაქსმა 27 გოლი გაუტანა მეტოქეს (საშუალოდ 5.4 ერთ მატჩში) და საკუთარ კარში მხოლოდ 6 გოლი მიიღო (საშუალოდ 1.2 მატჩში). ამ სტატისტიკას და პირველი ტურის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უსაფრთხო და მარტივი პროგნოზი ამ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობაზე თამაშია, თუმცა 2.5 მეტს საკმაოდ დაბალ კოეფიციენტს ანიჭებენ, შესაბამისად ნორმალური კოეფიციენტის მისაღებად მინიმუმ 4-5 გოლზე აქცენტის გაკეთება იქნება საჭირო, რაც სავსებით მოსალოდნელია, თუმცა ასევე საკმაოდ რისკის შემცველი.

ჩემს დღევანდელ არჩევანს კუთხურების რაოდენობაზე შევაჩერებ. აიაქსი აქტიურად იყენებს ფლანგებს შეტევების განვითარებისთვის, მეტიც ექსელსიორის სუსტი დაცვა ძალიან ბევრ შანსს მისცემს აიაქსის ფეხბურთელებს, რათა მათ კარისკენ გაისროლონ, ზოგიერთი დაიბლოკება, ზოგიერთი კარშიც წავა, ზოგიერთი კუთხურზე გადავა. თუმცა ვფიქრობ, რომ მთელი მატჩს ორივე გუნდი შეტევებში გაატარებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ექსელსიორიც ფლანგებს ძალიან აქტიურად იყენებს და საკმაოდ ბევრ კუთხურს აწვდის. აიაქსის დაცვაში, რომ დიდი სივრცეები რჩება, ეს წინა თამაშშიც გამოჩნდა, შესაბამისად ექსელსიორი ეცდება ამ სივრცეების ათვისებას და აიაქსის კარის აღებას. ვფიქრობ, რომ მატჩში ბევრი კუთხური გვექნება. ჩემს პროგნოზს 10.5 კუთხურზე მეტზე შევაჩერებ.
სახელი: Gaucho
97
დაემატა | 19-08-2023, 13:00
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
50%
ალმერია
VS
50%
რაიო ვალეკანო
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
11/08/2023 21:30
მოგებული
სრულად
45%
ჰოლანდია
VS
55%
არგენტინა
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
09/12/2022 23:00
მოგებული
სრულად
40%
სენეგალი
VS
60%
ჰოლანდია
ჩვენი პროგნოზი
ჰოლანდია ჯარიმა 11.5 მეტი
21/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
30%
ყატარი
VS
70%
ეკვადორი
ჩვენი პროგნოზი
4.5 მეტი ბარათი
20/11/2022 20:00
მოგებული
სრულად
40%
ბენფიკა
VS
60%
აიაქსი
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
24/02/2022 00:00
მოგებული
სრულად