პორტო - ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბარსელონა პორტოს ესტუმრება.
H ჯგუფში, ბარსელონას და პორტოს გარდა, დონეცკის შახტარი და ანტვერპი ასპარეზობენ. დიდი ალბათობით და რეალურად თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მდგომარეობას, პორტო და შახტარი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ერთი საგზურისათვის იბრძოლებენ, ხოლო ბარსელონა შედარებით მარტივად უნდა გავიდეს ჯგუფიდან.
ბოლო წლების ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, ჩავიმ კარგად იცის, რომ გუფიდან ვერ გასვლასა და არადამაჯერებელ თამაშს მას არ აპატიებენ და ბარსაში სამუშაო ადგილსაც დაკარგავს. ვერც ფეხბურთელებზე დაიწუწუნებს, რადგან საკმაოდ კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. ბარსას პატარებიც ნელ ნელა წამოიზარდნენ, გამოცდილებაც მოემატათ და მოტივაციაც საკმაოდ მაღალი აქვთ, იმისა რომ გუნდი იმ მწვრევალზე დააბრუნონ სადაც მანამდე იყო. ვფიქრობ, რომ გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მოტივაცია იქნება, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, გუნდმა ანტვერპის წინააღმდეგ ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად 5-0 მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატშიც, მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს გუნდი და ამ მატჩს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება.
პორტომ, ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად შახტართან გამართა და 3 ქულის მოპოვება მოახერხა. ამ მინი დუელის პირვეი 3 ქულა პორტუგალიელებს ერგოთ, რაც საკმაოდ კარგ ფორას აძლევთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. პორტუგალიის ჩემპიონატი, გუნდმა საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩი ბენფიკასთან სტუმრად გამართა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო მატჩი ელის მაყურებელს. ბევრი ორმხრივი შეტევით, ბევრი უხეშობით, ბევრი ორთაბრძოლით დახუნძლული მატჩი უნდა გამოვიდეს. მაგრამ, მგონია, რომ ბარსელონა არ გარისკავს და საქმეს სერიოზულად პირველივე ტურებიდან მოეკიდება. ვფიქრობ, რომ ბარსელონა ამ მატჩში 3 ქულას მოიპოვებს და ნელ ნელა გუნდი შეეცდება წინა სეზონების სირცხვილის ჩამორეცხვას. ასეთ თამაშებში უნდა დაამტკიცოს ჩავიმ, რომ ბარსას თავკაცობას იმსახურებს და ამავდროულად ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ პლეიოფებში წამრატება თუ სურთ, მინიმუმ პორტოს დამარცხება უნდა შეძლონ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბარსა მოედანზე ძალიან მოტივირებული და შემართებით გამოვა.
ჩვენი პროგნოზი: მოიგებს ბარსელონა