რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
ინტერი - ლივერპული

ინტერი - ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში მილანის ინტერი ლივერპულს უმასპინძლებს.

სტატიაში გთავაზობთ ყველა ინფორმაციას რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შედგა. ორივე მატჩი ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა. იტალიაში ლივერპულმა ანგარიშით 0-1 იმარჯვა, ხოლო ინგლისში 2-0.

ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა (3მ, 1ფ, 2წ). გუნდმა 8 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 5 მიიღო. რაც შეეხება ლივერპულს, გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 6 ივე თამაში მოიგო და ჯგუფი პირველ ადგილზე 18 ქულით დაასრულა. ამ თამაშებში გუნდმა 17 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ კარში 6 ბურთი მიიღო.

ინტერი სერია ა-ში მეორე ადგილს იკავებს, ლიდერ მილანს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 2022 წელს, გუნდმა იტალიის სუპერთასის ტიტული მოიპოვა და საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. მარცხი მილანის წინააღმდეგ იწვნია ანგარიშით 1-2. ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში ინტერმა 10 გოლის გატანა მოახერხა.

ლივერპულიც ინტერის მსგავსად პრემიერ ლიგის მეორე ადგილს იკავებს, მასაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული თუმცა სხვაობა ლიდერთან 9 ქულას შეადგენს. მერსისაიდელებმა 2022 წელს სტუმრად 4 მატჩი ჩაატარეს (3მ, 1ფ). გუნდმა 8 გოლის გატანა მოახერხა.

ინტერს ამ მატჩში 3 ფეხბურთელი გამოაკლდება: ნიკოლო ბარელა (წითელი ბარათი), ხუაკინ კორეა (ტრამვა) და რობინ გოსენსი (ტრამვა).
რაც შეეხება ლივერპულის დანაკლისს, კლოპის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია გარდა დივოკ ორიჯისა.

სავარაუდო შემადგენლობა ინტერი: ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, ვრეი, ბასტონი, დუმფრისი, ვიდალი, ბროზოვიჩი, კალჰანოღლუ, პერისიჩი, ძეკო, მარტინესი.
სავარაუდო შემადგენლობა ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დაიკი, მატიპი, ალექსანდრ-არნოლდი, ტიაგო, ფაბინიო, ჩამბერლინი, მანე, ჯოტა, სალაჰი.

ჩვენი პროგნოზი იხილეთ ბმულზე - ინტერი - ლივერპული პროგნოზი
16-02-2022, 16:05
120
რეკლამა
რეკლამა