რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ინტერი
40%
ინტერი
VS
17/02/2022 00:00
ლივერპული
60%
ლივერპული

ინტერი - ლივერპული

ჩემპიონთა ლიგის მორიგ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ინტერი ლივერპულს უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის მაქსიმალური ქულებით დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპის შეგირდები ეცდებიან მიმდინარე გათამაშებაში მაქსიმალური შედეგი დადონ და ინტერის ბარიერიც დაძლიონ.

ინტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2011/12 სეზონის შემდეგ პირველად გავიდა და საშინაო არენის გამოყენებას გუნდი მაქსიმალურად ეცდება.

მატჩის მსაჯი პოლონელი, სიმონ მარჩინიაკი იქნება. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მან გუნდებს საშუალოდ 3.83 ბარათი უჩვენა. უცნაური დამთხვევაა, თუმცა ყველა მატჩი, რომელიც პოლონელმა იმსაჯა 2.5 მეტი გატანილი გოლით დასრულდა. 6 მატჩიდან 3-ში 5 გოლი და მეტი გავიდა. მათ შორის იყო ლივერპული - მილანის დაპირისპირება, რომელიც საშინაო არენაზე მერსისაიდელებმა ანგარიშით 3-2 მოიგეს. ამ მატჩში სიმონმა გუნდებს 3 ბარათი უჩვენა.

გასვლაზე გატანილი გოლის წესის გაუქმების შემდეგ გუნდებმა წესით მეტად სანახაობრივი ფეხბურთი უნდა აჩვენონ და საკუთარ კედლებში მოთამაშე გუნდები მეტად შემტევები უნდა გახდნენ ვიდრე ეს აქამდე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი ლივერპულის სახელს და სტატუსს არ შეუშინდება და აქტიურად შეუტევს. მეორე სართულზე ძეკოს მიმართულებით არაერთი ჩაწოდება გაიგზავნება. თავის მხრივ არც ლივერპული დააკლებს სალაჰის და მანეს ფლანგებიდან შეტევას. ამას მათი განაპირა მცველების ჩართვებიც რომ დავამატოთ, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან წესით ბევრი შეტევები უნდა ვიხილთ ფლანგებიდან.

სავარაუდო შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ინძაგის ჩანაფიქრი ნახევარდაცვის გადაკეტვა უნდა იყოს. ვიდალი, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერისიჩი, დუმფრისი, ნახევარდაცვის ბარიერი, რომლის გადალახვაც მერსისაიდულ ბიჭებს მოუწევთ.

ლივერპულს რაც შეეხება, ჯოტა მწყობრშია და დიდი ალბათობით ცენტრფორვარდის ადგილს ის დაიკავებს. მის ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ აშკარად დაიმსახურა ამ ბიჭმა ძირითადის ადგილი. რაც შეეხება მანეს, პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ აფრიკის თასის შემდეგ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სპეკულაციაა და სალაჰი, მანე, ჯოტას ტრიო შეუტევს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლივერპულმა სან სიროზე თამაში მიმდინარე სეზონში უკვე მოახერხა, სადაც გუნდმა მილანი 1-2 დაამარცხა.

ამ თამაშში ვფიქრობ, რომ ვიხილავთ ორმხრივ შეტევებს 2.5 მეტი გოლით. ასევე როცა ვიდალს ვხედავ ნახევარდაცვაში თან სწრაფი ლივერპულის წინააღმდეგ მგონია, რომ მინიმუმ ერთი ბარათი მას გარანტირებული აქვს და თამაშში მეტი ბარათიც მგონია. თუმცა, ჩემ არჩევანს ამჯერად კუთხურებზე შევაჩერებ. ლივერპულს უყვარს კუთხურების მოწოდება, რადგან მათი შეტევების უმეტესი წილი ფლანგებიდან იწყება. ინტერიც საკუთარ მოედანზე ბევრ კუთხურს აწვდის, ამიტომ მგონია, რომ მატჩში ბევრი კუთხური იქნება. 9.5 ზე მეტი კუთხური საკმაოდ კარგი კოეფიციენტით (1.75) გვხვდება, ამიტომ არჩევანს კუთხურებზე შევაჩერებ.

ჩვენი პროგნოზი: 9.5 მეტი კუთხური
სახელი: Gaucho
113
დაემატა | 16-02-2022, 16:42
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
80%
ატლეტიკო
VS
20%
ლევანტე
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
16/02/2022 22:00
წაგებული
სრულად
25%
ზალცბურგი
VS
75%
ბაიერნი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდის კარში დარტყმა 3.5 მეტი
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად
40%
იანგ ბოიზი
VS
60%
მანჩესტერ იუნაიტედი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
14/09/2021 20:45
მოგებული
სრულად