რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
წაგებული
ატლეტიკო
80%
ატლეტიკო
VS
16/02/2022 22:00
ლევანტე
20%
ლევანტე

ატლეტიკო - ლევანტე

ჩემპიონთა ლიგის პარალელურად ესპანეთის ჩემპიონატში ატლეტიკო მადრიდი და ლევანტე გადადებულ მატჩს გამართავენ.

ბარსელონას გამოცოცლხების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 4 ეულისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ბოლო ტურში ბარსამ ესპანიოლთან დრამატულ შეხვედრაში ქულა გადაარჩინა, ხოლო ატლეტიკომ ასევე დრამატულ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება მოახერხა. ამით გუნდებს ქულები გაუთანაბრდათ და 39 ქულით 4-ე ადგილს ინაწილებენ. 3 ადგილზე ბეტისია, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ატლეტიკოს 4 ქულით ასწრებს. ამ მატჩში მოგების შემთხვევაში სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულა იქნება. ამ სამი გუნდიდან შედარებით ადვილი კალენდარი ატლეტიკოს აქვს უახლოეს თამაშებში, ამიტომ გუნდმა უნდა მოუმატოს და მაქსიმალურად გამოიყენოს შანსები. 3 მარტს ატლეტიკო ბეტისს დაუპირისპირდება და წესით იმ თამაშში გაირკვევა ბეტისის შანსები 4 ეულში დასარჩენად.

რაც შეეხება ლევანტეს თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, გუნდი განწირულია ლა ლიგიდან გასავარდნად. 23 შეხვედრაში ბაყაყებმა მხოლოდ 11 ქულა მოაგროვეს, რაც კატასტროფული შედეგია. გასვლით 11 თამაშში გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს, გაუშვეს 29 გოლი და გაიტანეს 10.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2-2 მორჩა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ლევანტემ უკვე დააკარგინა ატლეტიკოს უმნიშვნელოვანესი 2 ქულა და თუ ატლეტიკოს 4 ეულში შესვლა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 3 მატჩია ატლეტიკო ლევანტესთან 3 ქულის მოპოვებას ვერ ახერხებს, მეტიც ბოლო თამაში ვანდა მეტროპოლიტანოზე ბაყაყების გამარჯვებით 0-2 დასრულდა.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ატლეტიკოს ვალი აქვს დასაბრუნებელი და ამისთვის იდეალურ პოზიციაში იმყოფება. მგონია, რომ ატლეტიკო წინა მატჩის შეცდომებზე ისწავლის და აქტიურად შეუტევს. ცხრილში პოზიციასაც გაიუმჯობესებს და რევანშსაც გამოჰკრავს ხელს. იქედან გამომდინარე, რომ მოგებაზე დაბალი კოეფიციენტია, გოლების მეტობაზე შევაჩერებ ჩემს არჩევნს, რადგან წლევანდელ სეზონში ატლეტიკოს ბევრად მეტი გააქვს და უშვებს ვიდრე ბოლო წლებში. ამავდროულად ლევანტეს საშინელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული 3-4 გოლი ატლეტიკომ გაუტანოს მეტოქეს.

ჩვენი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი (ვისაც რისკი გიყვართ 3 ზე მეტიც შეიძლება)
სახელი: Gaucho
103
დაემატა | 16-02-2022, 17:43
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
25%
ზალცბურგი
VS
75%
ბაიერნი
ჩვენი პროგნოზი
I გუნდის კარში დარტყმა 3.5 მეტი
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
60%
ბარსელონა
VS
40%
ატლეტიკო მადრიდი
ჩვენი პროგნოზი
2,5 მეტი
06/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
80%
რეალი
VS
20%
სელტა
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
12/09/2021 23:00
მოგებული
სრულად