რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ბარსელონა
55%
ბარსელონა
VS
17/02/2022 21:45
ნაპოლი
45%
ნაპოლი

ბარსელონა - ნაპოლი

ევროპა ლიგის 16-ედ ფინალში ბარსელონა ნაპოლის უმასპინძლებს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბარსელონა უეფას ევროპის ლიგაზე პირველად ასპარეზობს. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. გუნდი თაობათა ცვლას განიცდის და მათ ახალგაზრდებს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ რამდენიმე სეზონში ისევ სერიოზული, კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება.

რაც შეეხება ნაპოლის, იტალიელებმა ევროპის ლიგის ფლეი ოფებში მეცხრედ მოახერხეს გასვლა და არასტაბილური ბარსელონას წინააღმდეგ მაქსიმალური შედეგის მიღებას ეცდებიან.

ხავის მოსვლის შემდეგ უდავოა, რომ ბარსელონამ მოუმატა. მისმა ბიჭებმა მოწინააღმდეგის კარის პოვნა შეძლეს, რაც ბოლო თამაშებში კარგად გამოჩნდა. ბოლო 5 მატჩში კატალონიელებმა მოწინააღმდეგეებს 11 გოლი გაუტანეს, თუმცა საკუთარ კარშიც ბევრი მიიღეს. ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში გუნდმა დრამატულ მატჩში ესპანიოლთან მატჩის დამატებით დროში მოახერხა ქულის გადარჩენა. ამ მომენტისთვის ლა ლიგაში ბარსა ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის.

ნაპოლი კი პირიქით, სერია ა-ს მოგებისთვის ყველაფერს აკეთებს. უშუალო კონკურენტს, ინტერს ბოლო მატჩი ფრედ ეთამაშა. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დააგროვა და ჯგუფი მეორე ადგილით დაასრულა. 6 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ კარში კი 10 მიიღო. სტუმრად ჩატარებული 3 თამაშიდან, ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში 2.5 მეტი გოლი გავიდა.

ბარსელონას ბოლო წლებია მნიშვნელოვან გასვლით თამაშებში ძალიან უჭირს. ეს ხავიმაც კარგად იცის და სავარაუდოთ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახლში კომფორტული სხვაობით მოიგოს. მაგრამ ნაპოლი არ არის ის გუნდი, რომელიც დაცვაში დაჯდება და ბარსელონას შეტევებს დაელოდება. მგონია, რომ ამ თამაშში ორივე გუნდი შეუტევს, არაერთ სწრაფ შეტევას ვიხილავთ. როგორც პრესაში იწერება, ობემაიანგი სასტარტოდან დაიწყებს და მგონია, რომ თავს არ დაზოგავს პირველი გოლის გასატანად. ტერ შტეგენის ფორმას და არაუხოს არყოფნას თუ გავითვალისწინებთ, არც ოშიმენი დააკლებს ცდას და დიდი ალბათობით გოლსაც გაიტანს. ვფიქრობ, რომ თამაშში ბევრ გოლს ვიხილავთ.

ჩვენი პროგნოზი: ორივე გაიტანს
სახელი: Gaucho
147
დაემატა | 17-02-2022, 16:21
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
80%
ატლეტიკო
VS
20%
ლევანტე
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
16/02/2022 22:00
წაგებული
სრულად
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად