მაინცი - ლევერკუზენი
ბუნდესლიგის 23-ე ტურს მაინცისა და ლევერკუზენის დაპირისპირება გახსნის.
გუნდების ბოლო 8 ურთიერთშეხვედრიდან, მაინცმა 7 წააგო ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. ამ 7 თამაშდან, მოწინააღმდეგის კარის აღება მაინცმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
მაინცი საკუთარ მოედანზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან გუნდს არც ერთხელ არ წაუგია. ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. გუნდი ბუნდესლიგის ცხრილის 9-ე ადგილზეა 31 ქულით და 3 ქულა აშორებს ევროპის კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ზონას. საშინაო შეხვედრებში გუნდმა 11 თამაშდან 7 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთადერთი მატჩი დათმო. საერთო ჯამში საშინაო არენაზე მაინცმა 21 გოლი გაიტანა და მხოლოდ 5 მიიღო საკუთარ კარში.
ლევერკუზენი ცხრილის 3-ე პოზიციაზეა. დორტმუნდს 5 ქულით, ხოლო ბაიერნს 11 ქულით ჩამორჩება. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. 2022 წელს ჩატარებული 5 მატჩიდან 4 მოიგო ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. ყველა თამაშში 2.5 მეტი გოლი გავიდა, მეტიც ერთი თამაშის გარდა ყველა მატჩი 3.5 მეტი გატანილი გოლით დასრულდა. მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებული 11 მატჩიდან, ლევერკუზენმა 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 ში დამარცხდა. ეს ორი მარცხიც 2021 წლის მიწურულს იწვნია. გასვლით შეხვედრებში გუნდმა 28 გოლი გაიტანა და 17 მიიღო რაც საშაუალოდ ერთ მატჩში 4.10 გოლია.
ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება, რადგან ერთის მხრივ მაინცი, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალიან იშვიათად ატანინებს მოწინააღმდეგეს და მეორეს მხრივ ლევერკუზენი, რომელიც გასვლით შეხვედრებში ნამდვილ სანახაობებს გვთავაზობს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ურთიერთშეხვედრებში 8 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ მაინცი აუცილებლად ეცდება ნავსის გატეხვას.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული თამაში იქნება. მაინცი უფრო მეტად იფრთხილებს, თუმცა შეტევას არ მოერიდება. ლევერკუზენი რამდენადაც კარგია შეტევაში იმდენად ცუდია დაცვაში, ამიტომ მგონია რომ მაინცი მინიმუმ ერთ გოლს მაინც შეაგდებს. წესით არც ლევერკუზენს უნდა გაუჭირდეს მაინცის კარის აღება. მაგრამ მგონია, რომ თუ რაიმე გაურკვევლობა არ მოხდა მატჩის ბოლო წუთებამდე დაძაბულობა გვექნება. მატჩის მსაჯი ბენჟამინ კორტუსი იქნება, რომელიც საერთოდ არ ერიდება ბარათების დარიგებას. ბუნდესლიგის ბოლო 5 შეხვედრაში მან გუნდებს საშუალოდ 4.6 ბარათი უჩვენა. ჩვენს შეხვედრაშიც 3.5 მეტ ბარათს 1.7 კოეფიციენტი აქვს, რაც მგონია რომ საკმაოდ კარგი კოეფიციენტია.
ჩვენი პროგნოზი: 3.5 მეტი ბარათი