რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
წაგებული
საუთჰემპტონი
50%
საუთჰემპტონი
VS
19/02/2022 19:00
ევერტონი
50%
ევერტონი

საუთჰემპტონი - ევერტონი

პრემიერ ლიგის 26 ტურში საუთჰემპტონი ევერტონს მიიღებს.

საუთჰემპტონი 29 ქულით ცხრილის 10-ე ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას საკმაოდ მოშორებულია, შესაბამისად სანერვიულოც არაფერი აქვს. რაც შეეხება ევროპის ლიგის ზონას, მანამდე წმინდანებს 10 ქულა აშორებთ და დიდი ალბათობით ევროზონაშიც ვერ მოხვდებიან. რა თქმა უნდა გუნდის ხელმძღვანელობას ევროზონაში შესვლა მიზნად ექნება დასახული, თუმცა კონკურენციას და დღევანდელ მდგომარეობას თუ შევხედავთ ეს ყველაფერი არარეალური ჩანს.

შინ ჩატარებული 11 მატჩიდან წმინდანებმა 3 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და ერთი მარცხიც იწვნიეს. ამ მატჩებში 14 გოლი გაიტანეს და 11 გაუშვეს. საკუთარ მოედანზე წმინდანები ბოლოს სექტემბერში ვულვზის წინააღმდეგ დამარცხდნენ ანგარიშით 0-1. ბოლო საშინაო მატჩი პირველ ადგილოსან სიტისთან გამართეს და ერთი ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

ევერტონი ცხრილის 16-ე პოზიციას 22 ქულით იკავებს. გუნდს არც ისე წარმატებული სეზონი აქვს. გასავარდნი ზონიდან მხოლოდ 5 ქულით წინ არიან, თუმცა 2 მატჩი თადარიგში აქვთ რაც ამ ეტაპზე გავარდნის საფრთხეს ამცირებს. ბოლო 5 მატჩიდან გუნდმა 4 უქულოდ დათმო, ბოლო შეხვედრა კი ლიდსის წინააღმდეგ 3-0 მოიგო. გასვლით თამაშებში ევერტონმა 11 მატჩიდან მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა (მ 1, ფ 3, წ 7). ზამთრის შესვენებაზე გუნდმა დელე ალი და ვან დე ბეეკი დაიმატა, თუმცა ჯერ ჯერობით ტრანსფერებს შედეგი არ გამოუღია.

გუნდების ბოლო დაპირისპირება ევერტონის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. წმინდანები აუცილებლად ეცდებიან რევანშის აღებას და მატჩის მოგებას. თავის მხრივ მოგებით გამხნევებული ლამპარდის შეგირდები ეცდებიან გასავარდნ ზონას მეტად დაშორდნენ და ქულები ჩაიწერონ ამ მატჩში.

საუთჰემტპონის მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში, ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა. ევერტონის ბოლო 10 მატჩიდან, 8 მატჩში იხილა მაყურებელმა ორივე გუნდის კარში გოლი. ვფიქრობ, რომ ევერტონის მონდომება და შემტევი ფეხბურთი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და გუნდი მინიმუმ ერთ გოლს გაიტანს, თავის მხრივ საუთჰემპტონი სახლში თამაშებს მარტივად არ თმობს და აუცილებლად მოახერხებს მინიმუმ ერთხელ თავის გამოჩენას.

ჩვენი პროგნოზი: ორივე გუნდი გაიტანს
სახელი: Gaucho
119
დაემატა | 18-02-2022, 21:46
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
45%
მაინცი
VS
55%
ბაიერ ლევერკუზენი
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
18/02/2022 23:30
მოგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
80%
ატლეტიკო
VS
20%
ლევანტე
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
16/02/2022 22:00
წაგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად