რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
შტუტგარტი
50%
შტუტგარტი
VS
19/02/2022 19:00
ბოხუმი
50%
ბოხუმი

შტუტგარტი - ბოხუმი

ბუნდესლიგის 23-ე ტურში ერთმანეთს შტუტგარტი და ბოხუმი დაუპირისპირდება.

ორივე გუნდი 2021 წელს ამოვიდა მეორე ბუნდესლიგიდან. ბოხუმისგან განსხვავებით, შტუტგარტმა სეზონი ცუდათ დაიწყო და ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილს 18 ქულით იკავებს. მატარაცოს შეგირდებმა 2022 წელი ძალიან ცუდათ დაიწყეს, ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს და გავარდნის საფრთხე აშკარად ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ გასავარდნი ზონიდან ასასვლელად მხოლოდ 4 ქულა სჭირდებათ, თუ თამაში ასე განაგრძეს მომავალ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში თამაში გარანტირებული აქვთ.

ბოხუმი ცხრილის 11-ე პოზიციას 28 დაგროვებული ქულით იკავებს და შტუტგარტისგან განსხვავებით გავარდნის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. გუნდმა ქულების უმეტესობა საკუთარ მოედანზე დააგროვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო მატჩი ბაიერნის მიუნხენს ანგარიშით 4-2 მოუგო და ამ შეხვედრას ამაღლებული განწყობით შეხვდება. გასვლით მატჩებში რეისის შეგირდები ძალიან ცუდათ გამოიყურებიან. მხოლოდ ეს ფაქტორი თუ იქნება შტუტგარტისთვის იმედის მომცემი.

ბოლო 5 ურთიერთ შეხვედრიდან შტუტგარტმა 2 მოიგო, ხოლო დანარჩენი 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ბოხუმს დამატებითი მოტივაცია ექნება, რომ ეს სერია შეაჩეროს და 2014 წლის შემდეგ პირველად მოუგოს შტუტგარტს.

შტუტგარტს საშინლად ესაჭიროება ქულები, თანაც ბოხუმის გასვლით შედეგებს თუ შევხედავთ, გუნდმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რომ 3 ქულა ჩაიწეროს. თავის მხრივ ბოხუმიც მოტივირებული და მონდომებული იქნება ბუნდესლიგის პირველადგილოსნების დამარცხების შემდეგ. ვფიქრობ, რომ მატჩში ორმხრივი შეტევები იქნება. შტუტგარტი მაქსიმალურად შეეცდება ქულების მოპოვებას და ბოხუმიც წინა მატჩიდან გამომდინარე ინერციით შეუტევს. ვიხილავთ არაერთ დუელს მოედნის ყველა მონაკვეთზე, რასაც ჩემი აზრით არაერთი საჯარიმო დარტყმა მოყვება. ამიტომ ჩემს არჩევანს მატჩში ჯარიმების რაოდენობაზე შევაჩერებ. გუნდების ბოლო ორ შეხვედრაში 27-27 ჯარიმა დაფიქსირდა. ამ თამაშში 22.5 ზე მეტი ჯარიმას 1.55 კოეფიციენტი აქვს, რაც მგონია რომ საკმაოდ დაბალი ტოტალია.

ჩვენი პროგნოზი: ჯარიმების რაოდენობა 22.5 მეტი
სახელი: Gaucho
113
დაემატა | 18-02-2022, 23:42
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
45%
მაინცი
VS
55%
ბაიერ ლევერკუზენი
ჩვენი პროგნოზი
3.5 მეტი ბარათი
18/02/2022 23:30
მოგებული
სრულად
50%
მიდტიულანდი
VS
50%
პაოკი
ჩვენი პროგნოზი
ჯარიმა 25.5 მეტი
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
55%
ბარსელონა
VS
45%
ნაპოლი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
80%
ატლეტიკო
VS
20%
ლევანტე
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
16/02/2022 22:00
წაგებული
სრულად