კრისტალ პალასი - ჩელსი
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში კრისტალ პალასი ჩელსის დაუპირისპირდება.
კრისტალ პალასი ცხრილის 13 პოზიციაზეა 26 ქულით და გასავარდნი ზონიდან 9 ქულა აშორებს. პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო 5 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 3 ქულა დააგროვა (3ფ, 2წ). ბოლო ორ საშნაო თამაშში ლივერპულთან და ვესტ ჰემთან ორივე წააგო და დღევანდელ მატჩში მაქსიმუმს გააკეთებენ რომ ჩელსის ქულები დააკარგინონ. საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 13 თამაშში (მ4, ფ5, წ3) გუნდმა 21 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა.
ჩელსი პრემიერ ლიგას ამაღლებული განწყობით უბრუნდება. ლონდონურმა კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტუხელის შეგირდები პრემიერ ლიგის 3-ე პოზიციაზე არიან და მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ფაქტიურად დასრულებულია. მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში დარჩენა და მესამე პოზიციის შენარჩუნება იქნება. გასვლით თამაშებში ჩელსი საკმაოდ კარგად გამოიყურება. 12 გასვლით შეხვედრაში (მ 7, ფ 3, წ 2) გუნდმა 21 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 8 ბურთი მიიღო. ბოლო 5 გასვლით თამაშში არისტოკრატებმა ერთი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 მატჩი დათმეს.
კრისტალ პალასს ამ მატჩში ფერგიუსონი და გალაგერი დააკლდება. ჩელსის ბენ ჩილველი, რის ჯეიმსი და მეისონ მაუნტი ვერ დაეხმარება. ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირება ჩელსის გამარჯვებით დასრულდა. 8 იდან 6 მატჩში 2.5 მეტი გოლი გავიდა. კრისტალ პალასმა ბოლოს ჩელსის 2017 წლის სეზონში მოუგო. პირველ წრეში ჩელსიმ, სტემფორდ ბრიჯზე 3-0 მოიგო.
ვფიქრობ, რომ ამ მატჩში უდავო ფავორიტი ჩელსია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების ემოციებს ამ მატჩში გადმოიტანენ. კრისტალ პალასის ცუდ ფორმას თუ გავითვალისწინებ არისტოკრატებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ მატჩის მოგება. ასევე მგონია, რომ მატჩში 2.5 მეტი გოლი გავა.
ჩემი პროგნოზი: მოიგებს ჩელსი