რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ატლეტიკო
45%
ატლეტიკო
VS
24/02/2022 00:00
მანჩესტერ იუნაიტედი
55%
მანჩესტერ იუნაიტედი

ატლეტიკო მადრიდი - მანჩესტერ იუნაიტედი

ვანდა მეტროპოლიტანო მორიგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს უმასპინძლებს. ამჯერად ატლეტიკოს ფეხბურთელები მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდებიან.

ბოლო პერიოდში ატლეტიკო ცუდად გამოიყურება, მეტიც მთელი სეზონის განმავლობაში ატლეტიკო ის ძველი ატლეტიკო აღარ არის, რომლის კარებიც აუღებელი ციხესიმაგრე იყო. სხვადასხვა დონის და სტილის გუნდები პანტა პუნტით უტანენ მადრიდელებს გოლს და სიმეონეს აშკარად დასალაგებელი აქვს დაცვის ხაზი. ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონა, ატლეტიკო და ბეტისი იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ატლეტიკომ მეორე ადგილით დაასრულა. ჯგუფში ლივერპული და მილანი ყავდა, თუმცა მერსისაიდელებთან ერთად ჯგუფის დაძლევა მაინც შეძლო. მიუხედავად შემტევი ფეხბურთელების დანაკლისისა ატლეტიკო შეტევაში კარგად გამოიყურება, აი დაცვაში კი საშინლად. სწორედ დაცვის უსუსური თამაშის გამო ვერ იბრძვის გუნდი ლა ლიგის მოგებისათვის. მანჩესტერთან თუ მსგავსი თამაში აჩვენენს დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობებიან.

იუნაიტედი ბოლო 4 მატჩია არ მარცხდება. ბოლო ორი მოგების დამსახურებით, წითელი ეშმაკები პრემიერ ლიგის ოთხეულში ადგილს ინარჩუნებენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ატლეტიკოს მსგავსად მანჩესტერის შეტევასაც არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა მათი დაცვაც არაერთ უხეშ შეცდომას უშვებდა. გუნდმა 6 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 გაუშვა. მიუხედავად ასეთი ცუდი დაცვისა, მანჩესტერმა ჯგუფი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ბომბარდირი კრისტიანო რონალდოა, რომელმაც 6 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა პორტუგალიელი ბოლო თამაშებში დიდად ვერაფრით გამოირჩა, ამიტომ ამ თამაშში მხოლოდ მის იმედად მანჩესტერი ვერ იქნება. საერთო ჯამში კრისტიანომ 35 მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ 25 გოლი გაიტანა და დიდი ალბათობით ამ მატჩშიც ეცდება თავის გამოჩენას. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ლიგაა, ამიტომ რონალდოს ცუდმა ფორმამ არ უნდა დაგვაბნიოს, ის ისეთივე საშიში და მოტივირებული იქნება, როგორც აქამდე იყო, მეტიც ეცდება, რომ მისი ცუდ ფორმას წერტილი დაუსვას და კიდევ ერთხელ აიღოს მადრიდელების კარი.

ვფიქრობ, რომ თამაში არც თუ ისე მაღალ ტემპში წარიმართება. ორივე გუნდს ექნება შანსები რისი გამოყენებაც უნდა მოახერხონ. მგონია, რომ ის გუნდი იმარჯვებს, რომელიც დაცვის ხაზში უკეთესად მოახერხებს მობილიზებას. რამდენიმე სეზონის წინ რომ შეხვედროდენ ეს გუნდები, ვიტყოდი რომ ატლეტიკო დაცვაში კარგად ჩაჯდებათქო, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა და შეიძლება მანჩესტერმა უკეთ დაიცვას თავი ვიდრე ატლეტიკომ. გუნდების კარგი შეტევის და ცუდი დაცვის გათვალისწინებით, ჩემს არჩევანს ორივეს გატანაზე შევაჩერებ.

ვისაც სტატისტიკა გიყვართ, გეტყვით ატლეტიკოს ბოლო 7 ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 8 წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები. ატლეტიკოს უხეშობის და მანჩესტერის ბოლო დროინდელი უხეშების მაჩვენებლებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით ამ მატჩშიც საკმაო რაოდენობის ბარათები უნდა ვიხილოთ, თუმცა თუ რომელიმე გუნდი 2-3 ბურთით არ დაწინაურდა, მაინც მგონია, რომ ბარათებს განმეორებითი მატჩისთვის შემოინახავენ. ამიტომ უფრო უსაფრთხო არჩევანი ორივეს გატანა მგონია.

ჩვენი პროგნოზი: ორივე გაიტანს
სახელი: Gaucho
144
დაემატა | 23-02-2022, 20:44
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
70%
ბეტისი
VS
30%
მალიორკა
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
20/02/2022 21:30
მოგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
55%
ბარსელონა
VS
45%
ნაპოლი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად
80%
ატლეტიკო
VS
20%
ლევანტე
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
16/02/2022 22:00
წაგებული
სრულად