ბენფიკა - აიაქსი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ბენფიკა აიაქსს უმასპინძლებს.
ბენფიკა მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო თამაშებში გუნდს მძიმე პერიოდი უდგას. ბოლო 3 თამაშიდან ბენფიკამ ორის მოგება მოახერხა. პრიმეირა ლიგაში გუნდი 3-ე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი მეორე ადგილით დაასრულა. უნდა ითქვას, რომ ბენფიკამ იმ ჯგუფიდან გასვლა მოახერხა სადაც მიუნხენის ბაიერნი და კატალონიის ბარსელონა ასპარეზობდა. პორტუგალიის ჩემპიონატში ბენფიკა ყველაზე გამტანი გუნდია, ამ ეტაპზე 60 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში გუნდს პატარ პატარა ჩავარდნები აქვს და სტაბილურობით ვერ გამოირჩევა. ჰოლანდიაში ბენფიკა მოგების იმედად ვერ გაემგზავრება, ამიტომ საკუთარი მოედანი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს.
აიაქსიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. ჰოლანდიის ჩემპიონატში 23 ტურში 70 გოლის გატანა მოახერხა, რაც ფანტასტიკური შედეგია. ამ მიღწევას ისიც ემატება, რომ ამსტერდამელებმა საკუთარ კარში მხოლოდ 5 გოლი მიიღეს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი ისეთი მაღალი დონით ვერ გამოირჩევა, რომ ამ მიღწევებით გუნდის სიძლიერე განვსაზღვროთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აიაქსმა 20 გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ კარში 5 გოლი მიიღო.
ვფიქრობ, რომ გახსნილ სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ. არც აიაქსი და არც ბენფიკა არ არის ისეთი გუნდი რომელიც დაცვაში ჩაჯდება და მოწინააღმდეგის შეტევებს დაელოდება. თუ ამ გუნდების გოლის გატანის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, წარმოუდგენელია ვიფიქროთ, რომ ამ თამაშში გოლები დაგვაკლდება, ამიტომ მარტივად ჩემს არჩევანს გოლების მეტობაზე გავაკეთებ.
ჩვენი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი