რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
წაგებული
არსენალი
არსენალი
VS
24/02/2022 23:45
ვულვზი
ვულვზი

არსენალი - ვულვზი

პრემიერ ლიგის 26 ტურში არსენალი ვულვზს უმასპინძლებს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არსენალი 23 მატჩის შემდეგ 6-ე პოზიციას 42 ქულით იკავებს. 5 ადგილზე მყოფი ვესტ ჰემისგან განსხვავებით, მეთოფეებს 3 მატჩი თადარიგში აქვთ და გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ბოლო 5 შეხვედრიდან არსენალმა 3 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა. მიმდინარე გათამაშებაში, მეთოფეები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ, თუმცა ამ საგზურებისათვის სერიოზული კონკურენცია არის გაჩაღებული. საშინაო შეხვედრებში მეთოფეები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, ჩატარებული 12 მატჩიდან გუნდმა 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-იც უქულოდ დათმო. ამ მატჩებში ჯამში 20 გოლი გაიტანა და 9 გოლი გაუშვა.

ვულვზი პრემიერ ლიგის ცხრილში არსენალს ფეხ და ფეხ მიზდევს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, თუმცა მგლებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. მანჩესტერ სიტის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩელსისთან ერთად ვულვზს ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული. ბოლო 5 მატჩიდან გუნდმა 4 ჯერ მოიგო და ერთი თამაში უქულოდ დათმო. სტუმრად ჩატარებულ 12 შეხვედრაში მგლებმა 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 ჯერ დამარცხდნენ. ამ მატჩებში 13 გოლის გატანა მოახერხეს და 8 საკუთარ კარში მიიღეს.

ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის პრინციპულია, რადგან მათ შრის მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა და ორივე იბრძვის ევროზონაში მოსახვედრად. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბული თამაში იქნება რომელშიც ორივე გუნდი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებს აქცენტს. ვოლვზის დაცვის ხაზი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება ამიტომ არსენალს მოუწევს მიცემული შანსები მაქსიმალურად გამოიყენოს. ვფიქრობ, რომ თამაშში 2.5 ნაკლები გოლი წამოვა. თქვენს ყურადღებას ერთ საინტერესო სტატისტიკაზე გავამახვილებ, კერძოდ ამ გუნდების ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაში 25 ყვითელი და 3 წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვულვზის რიგებში ძალიან ბევრი პორტუგალიელი ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც არანაირად არ ერიდებიან უხეშ ვარდნებს. შესაბამისად სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით და დაპირისპირების ისტორიით თუ ვიხელმძღვანელებთ ამ მატჩში მინიმუმ 4 ყვითელი ბარათი აუცილებლად იქნება. ვულვზის 1.5 მეტ ბარათსაც კარგი კოეფიციენტი აქვს, ამ ვარიანტის აღებაც შესაძლებელია.

ჩვენი პროგნოზი: ბარათები 3.5 მეტი
სახელი: Gaucho
184
დაემატა | 24-02-2022, 19:18
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
45%
ატლეტიკო
VS
55%
მანჩესტერ იუნაიტედი
ჩვენი პროგნოზი
ორივე გაიტანს
24/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
50%
ვოტფორდი
VS
50%
კრისტალ პალასი
ჩვენი პროგნოზი
ვოტფორდი 1.5 მეტი ბარათი
23/02/2022 23:30
მოგებული
სრულად
70%
ბეტისი
VS
30%
მალიორკა
ჩვენი პროგნოზი
2.5 მეტი გოლი
20/02/2022 21:30
მოგებული
სრულად
50%
ზენიტი
VS
50%
ბეტისი
ჩვენი პროგნოზი
8.5 მეტი კუთხური
17/02/2022 21:45
მოგებული
სრულად