რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
მოგებული
ზალცბურგი
25%
ზალცბურგი
VS
17/02/2022 00:00
ბაიერნი
75%
ბაიერნი

ზალცბურგი - ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ზალცბურგი და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება.

ზალცბურგმა ისტორიის მანძილზე პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა. თუმცა ამ სიხარულთან ერთად დიდი საფიქრალიც მიეცათ, როცა გადათამაშებულმა კენჭისყრამ ბედათ გერმანული მანქანა არგუნათ.

ზალცბურგი არ არის გუნდი, რომელიც ბაიერნს დაცვაში ჩაუჯდება და ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებს. ეს ჩვენზე კარგად გუნდის მწვრთნელებმა იციან, ამიტომ მგონია, რომ ზალცბურგი "საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა" ტაქტიკას მიმართავს და შესაბამისი სწრაფი, შემტევი ფეხბურთით გაუმართავს ჯახს ბაიერნის მიუნხენს.

ბაიერნი ამ თამაშს ძალიან გაბრაზებული განწყობით ხვდება, რადგან ბუნდესლიგის ბოლო მატჩი ბოხუმთან სტუმრობისას წააგო. წააგო თან ისე, რომ პირველ ტაიმში 4 ჯერ მოუწიათ საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა.

ჯგუფური ეტაპი ზალცბურგმა მეორე ადგილზე დაასრულა. გუნდმა საშინაო შეხვედრები ყველა მოიგო და 6 გოლის გატანაც მოახერხა. ბაიერნმა ჯგუფი ქულების დაკარგვის გარეშე პირველ ადგილზე დაასრულა. გუნდმა დაშლილი და დაქუცმაცებული ბარსელონა ორივე მატჩში დაამარცხა, ისე თითქოს რომელიმე საშუალო დონის გერმანულ გუნდს ეთამაშებოდა. გასვლით თამაშებში ბაიერნმა 9 გოლი გაიტანა და მეტოქეებს მხოლოდ ერთი გაატანინა.

ბუნდესლიგაში ბაიერნი პირველ ადგილს იკავებს და დიდი ალბათობით ჩემპიონის ტიტულს წელსაც ის მოიპოვებს.

ზალცბურგიც პირველ ადგილზეა ავსტრიის ჩემპიონატში. გუნდი უკვე გადავიდა საჩემპიონო ჯგუფში და ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკვე იმ ჯგუფში გააგრძელებს.

ზალცბურგის შემადგენლობიდან ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირის წოდებას ადეიამი და ოკაფორი იყოფენ 3-3 გატანილი გოლით. რაც შეეხება ბაიერნს, ლევანდოვსკი ჩვეულ ფორმაშია, ჯგუფურ ეტაპზე მან 9 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ადგილზე კი სანეა 5 გატანილი გოლით.

ვფიქრობ, რომ მატჩი მაღალ ტემპში და ორმხრივი,სწრაფი შეტევებით ჩაივლის. ბევრი მომენტი შეიქმნება და ბევრი გოლიც გავა. იმის გათვალისწინებით, რომ ნოიერს ტრამვა აქვს, ზალცბურგის მოთამაშეებს მეტი მოტივაცია ექნება, რომ კარისკენ რაც შეიძლება ბევრჯერ დაარტყან. ამიტომ მგონია რომ ზალცბურგი მინიმუმ 4 ჯერ მოახერხებს ბაიერნის კარში დარტყმას.

ჩვენი პროგნოზი: ზალცბურგის კარში დარტყმა 3.5 მეტი
სახელი: Gaucho
204
დაემატა | 16-02-2022, 17:14
მოგწონს ჩვენი პროგნოზები?
დაეხმარე საიტს განვითარებაში
დონაცია
მსგავსი ბილეთები
40%
ინტერი
VS
60%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/02/2022 00:00
მოგებული
სრულად
25%
სპორტინგი
VS
75%
მანჩესტერ სიტი
ჩვენი პროგნოზი
1 ტაიმი, კუთხურები 4.5 მეტი
16/02/2022 00:00
წაგებული
სრულად
60%
ბარსელონა
VS
40%
ატლეტიკო მადრიდი
ჩვენი პროგნოზი
2,5 მეტი
06/02/2022 19:15
მოგებული
სრულად
45%
ნაპოლი
VS
55%
ლივერპული
ჩვენი პროგნოზი
9.5 მეტი კუთხური
17/09/2019 23:00
მოგებული
სრულად