რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა
სპორტული ბეთინგის სტრატეგია

სპორტული ბეთინგის სტრატეგია

ტოტალიზატორთან ჭიდილი და თანხის მოგება საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ სწორი სტრატეგიით და მიდგომით შესაძლებელია მოგება თქვენს მეგზურად აქციოთ. პროფესიონალი მოთამაშეები, რომლებიც ბეთინგის ყველა წესებს ემორჩილებიან და კონკრეტულ სტრატეგიებს მიყვებიან ამ საქმიანობით საკუთარ ცხოვრებას აფინანსებენ. ამ სტატიაში მოგიყვებით რჩევებსა და წესებზე, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სპორტული ბეთინგ ცხოვრება გააუმჯობესოთ და წამგებიანი სერიები მომგებიანად აქციოთ.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ჩვენს რჩევებს და სტრატეგიებს დამწყები მოთამაშეებისთვის და ამავდროულად მათთვის ვინც უკვე დიდი ხანია თამაშობს, თუმცა არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. გამოცდილ მოთამაშეებს კი შემდეგ სიახლეში უფრო დეტალურ სტრატეგიებს შემოგთავაზებთ.

არსებობს რამდენიმე ბეთინგ სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ მოგების გაზრდაში, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთი მათგანი არ გაგამდიდრებთ რამდენიმე დღეში და ამავდროულად თუ სწორად არ მიყვებით მათ შედეგიც არ დადგება.

მოთამაშეები, რომლებსაც არანაირი სტრატეგია არ გააჩნიათ და არანაირ წესებს არ მიყვებიან ტოტალიზატორებისათვის ყველაზე კარგი კლიენტები არიან, რადგან სწორედ მათგან მდიდრდება ტოტალიზატორები და ასეთები მოთამაშეთა თითქმის 95 % ია. შესაძლებელია, თქვენც ასეთი ხართ, თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი საქციელი ბეთინგთან მიმართებაში შეიცვლება.

1. ფულის მართვა


ტოტალიზატორში თამაშისაც თქვენ გარკვეული თანხის ოდენობა უნდა გამონახოთ, რომელსაც გადადებთ და რომლის წაგებაც ფინანსურად დიდ ზიანს არ მოგაყენებთ. ამ თანხას ჩვენ ვეძახით სათამაშო ბიუჯეტს. ლოგიკური და სწორია, რომ იმ ოდენობის თანხა არ უნდა ითამაშოთ, რომლის წაგების უფლებაც თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ გაქვთ. ამ შემთხვევაში თქვენ დიდი რისკის ქვეშ აყენებთ თქვენს ფინანსურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რამაც შეიძლება დიდი დაღი დაასვას თქვენი და თქვენი გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებას. გამოყავით კონკრეტული თანხა თქვენი სათამაშო ბიუჯეტისთვის, რომელიც განსაზღვრული იქნება კვირის, თვის ან სეზონის მანძილზე ფსონების განსათავსებლად. ზოგადი სპორტული ბეთინგის სტრატეგია არის, რომ თქვენი ბიუჯეტის 1%-5% თანხა განათავსოთ ერთ მოვლენაზე. მაგალითად, თუ თქვენი ბიუჯეტი შეადგენს 1,000 ლარს, მაშინ ერთ ბილეთზე (სასურველია მხოლოდ ერთ თამაშზე) მაქსიმუმ დადოთ 10-50 ლარი. უმნიშვნელოვანესია, რომ წაგებული ფსონის შემდეგ, არ ეცადოთ თანხის ამოღება გაზრდილი ფსონით. ეს ძალიან გავრცელებული შეცდომაა, როდესაც წარუმატებელი ფსონი ან ფსონები გააკეთეთ და გსურთ ამ თანხის უკან დაბრუნება გაზრდილი ფსონით. ეს თქვენს მიერ დასახულ მიზნებს და სპორტის ბეთინგის სტრატეგიებს ეწინააღმდეგება და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი თანხის წაგების საწინდარი გახდება. დააკვირდით თქვენს ბიუჯეტს და ეცადეთ ნელ-ნელა გაზარდოთ იგი წლის განმავლობაში.

ბიუჯეტის გამოყოფსას შეგიძლიათ აიღოთ ერთიანი ბიუჯეტი პერიოდის განმავლობაში ან თუ სხვადასხვა სპორტის სახეობაზე დებთ პროგნოზებს დაჰყოთ თქვენი ერთიანი ბიუჯეტი სხვადასხვა სპორტების მიხედვით.

2. ფსონები განათავსეთ ფხიზელი და ცივი გონებით



შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ფსონებს დებს არაფხიზელ მდგომარეობაში. არ მინდა თქვენი მშობელივით რჩევები მოგცეთ ამ საკითხში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გონება იყოს ფხიზელი და ცივი, რათა თავიდან აირიდოთ არაფხიზელი გონების არეული გადაწყვეტილებები.

თუ გსურთ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ დაივიწყეთ, რომ ნერვები გაქვთ. ნერვებზე აყოლა ან განერვიულებულ მდგომარეობაში ფსონის განთავსება ნიშნავს მომენტალურ წაგებას. თუ რაიმეზე გაბრაზებული ხართ, ან რამდენიმე ფსონი მიყოლებით წამგებიანი აღმოჩნდა, ცოტა ხნით ფსონების განთავსებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შეისვნეთ, გაისეირნეთ, გაასუფთავეთ თქვენი გონება სიბრაზისა და ზედმეტი ემოციებისაგან და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდით ფსონების განთავსებას.

3. შეასრულეთ საშნაო დავალება



ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სპორტ ბეთინგში. სწორედ ამ მომენტში შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან ამ ნაწილს თქვენს ნაცვლად ჩვენი გუნდი შეასრულებს. როგორც ყოველთვის ამ დავალებას ჩვენი გუნდის წევრები და სისტემები საუკეთესოდ ვასრულებთ. კვლევის ჩატარება მატჩზე ფსონის განთავსებამდე უმნიშვნელოვანესი ფაქტია. იმისათვის, რომ მომგებიანი ფსონები მოგიმრავლდეთ, აუცილებელია ფსონის განთავსებამდე მატჩამდე ჩაატაროთ კვლევა, მოიძიოთ ინფორმაცია თითოეულ გუნდზე, მოთამაშეზე, სტადიონზე, ამინდზე, მატჩის არბიტრზე და სხვა ფაქტორებზე რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მატჩზე. მოიძიეთ სტატისტიკა, ტრენდები, შექმენით სისტემები, გაანალიზეთ ძველი მატჩები, ფაქტიურად მოიძიეთ ყველა დეტალური ინფორმაცია სანამ ერთ თეთრსაც დადებთ სასწორზე.

4. შეადარეთ კოეფიციენტები



სპორტული ბეთინგის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაქსიმალურად კარგი კოეფიციენტის მიღება სასურველ პოზიციაზე. ამისათვის დაგჭირდებათ, რომ ფლობდეთ ანგარიშებს სხვადასხვა ტოტალიზატორში. შერჩეული ფსონისათვის მოიძიეთ, რომელი ტოტალიზატორი გთავაზობთ ყველაზე მაღალ კოეფიციენტს და ფსონი განათავსეთ. შესაძლოა ამ ფაქტმა, ერთ ფსონზე თეთრების სხვაობა დაგიტოვოთ, თუმცა წლის განმავლობაში ეს თანხა საკმაოდ სოლიდურ რიცხვს მიაღწევს.

5. არ აიღოთ ფორით მოგება ან ფორით არ წაგება



ტოტალიზატორები როგორც მოთამაშეები თავადაც აკეთებენ ანალოგიურ მოკვლევებს და აგროვებენ შესაბამის ინფორმაციას ამა თუ იმ მატჩზე. მხოლოდ ამის შემდეგ თავაზობენ შესაბამის კოეფიციენტებს ფსონებზე. ამავდროულად გარდა კოეფიციენტებისა, მრავალი ხრიკი იმალება მათ მიერ შემოთავაზებული სხვა და სხვა დამატებითი ტოტალების და ფორით მოგების უკან.

როდესაც მატჩში გვყავს აუთსაიდერი და ვცდილობთ მათ მივანიჭოთ კონკრეტული ფორით არ წაგება, სტატისტიკის მიხედვით ამ ფსონს ჯობია მათი პირდაპირი მოგება ავირჩიოთ.

მაგალითისთვის მოგიყვანთ სტატისტიკურ ინფორმაციას 2017 წლის სეზონიდან.

აუტსაიდერის 2.5 ფორით არ წაგებამ ამერიკულ ფეხბურთში ჯამურად 2017 წელს მოთამაშეებს მოუტანა 7.7% იანი მოგება, 3.5 ით არ წაგებამ 4.2%, ხოლო პირდაპირ მათი გამარჯვების შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებდნენ 11.8 % იან მოგებას.

შესაბამისად თუ ფიქრობთ, რომ აუთსაიდერი გუნდი არ წააგებს დიდი ანგარიშით ან აქვს შანსები მოგების, ჯობია, რომ პირდაპირ მათ მოგებაზე გააკეთოთ აქცენტი.

ამით ჩვენი სტატია ამოიწურა. იმედია გაითვალისწინებთ მოცემულ რჩევებს და აღნიშნულ გართობას გონივრულად მიუდგებით.
18-09-2019, 04:36
1 034
რეკლამა
რეკლამა