რეკლამა
რეკლამა
დონაცია
რეკლამა

ჩვენ შესახებ

ტოტალიზატორში ფსონების გაკეთება შესაძლებელია სწორი მიდგომით ვაქციოთ გართობად ან მომგებიან საქმიანობად, თუმცა ხშირად და უარეს შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობა შეიძლება იყოს როგორც ფინანსური ასევე ფსიქოლოგიური ზიანის მომტანი. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ტოტალიზატორში ფსონები განათავსოთ იმ თანხის ოდენობით რაც არ დაგაზარალებთ ფინანსურად და ფსიქოლოგიურად. არაგააზრებულ და "აჭრილ" პროგნოზების განთავსებას მივყავართ იმპულსურ ფსონებამდე, რა დროსაც უკვე ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას, პირიქით სიტუაცია გვაკოტროლებს ჩვენ და ამ მომენტში უკვე ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ნადგურდება. იმპულსურ მდგომარეობაში ყოფნამ, შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ არა მხოლოდ ფინანსურ ან ფსიქოლოგიურ დონეზე, არამედ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც. შესაბამისად ჩვენი თხოვნა და ამავდროულად რჩევა იქნება, რომ არასდროს ითამაშოთ იმ ოდენობის თანხა, რომლის წაგებაც პრობლემებს მოგიტანთ, ასევე ეცადეთ, რომ თამაში აქციოთ გართობად. თუ ხვდებით, რომ იმპულსურად ათავსებთ ფსონებს და ცდილობთ ძველი წაგებები რამენაირად აინაზღაუროთ, მაშინ სჯობს, რომ ამ საქმეს შეეშვათ ან შესაბამის სპეციალისტებს მიმართოთ დასახმარებლად. დაგვერწმუნეთ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დაიზიანებთ საკუთარ მდგომარეობას.

ჩვენი გუნდის მისია და მთავარი მიზანია ყოველდღიურად ფსონების განთავსების დროს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და სწორი მატჩების შერჩევაში დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს. ამავდროულად გავაცნოთ მათ სტატისტიკური ინფორმაცია მატჩების შესახებ და მივაწოდოთ მაქსიმალურად გაანალიზებული ინფორმაცია თითოეული თამაშის შესახებ.

ჩვენი გუნდის გამოცდილება ამ მიმართულებით მოიცავს 15 წელზე მეტს. გუნდში ასევე გვყავს მონაცემთა ანალიტიკოსი, რადგან სპორტული მოვლენების შედეგები ხშირად მეორდება ან იმეორებს ძველ შედეგებს. მოედანზე სათამაშოთ გუნდებთან ერთად, ის სტატისტიკური მაჩვენებლები მონაწილეობენ რომლებსაც გუნდები წლების განმავლობაში აგროვებენ. სწორედ ამ რიცხვების გაანალიზებით და სწორი დასკვნების გამოტანით შესაძლებელია მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს მომავალი მატჩის სავარაუდო სტატისტიკური მაჩვენებლები. გარდა ცოდნისა, ამ მიზნით ჩვენი გუნდი იყენებს სხვადასხვა ხელსაწყოს, რომელთა დახმარებითაც მარტივდება წლების განმავლობაში დადგროვილი სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზება. ჩვენს მიერ შეთავაზებული თითოეული პროგნოზი დეტალურად არის გავლილი და აქცენტები კეთდება მაქსიმალურად სწორ შედეგზე. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის გავლენა იქონიოს მატჩზე მაქსიმალურად არის მოპოვებული და შესაბამისი დასკვნების შემდეგ ხდება პროგნოზის გენერირება.

ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ნებისმერი ქმედება, რომელიც ჩვენს მიერ ხორციელდება, მიმართულია მომხმარებლების მოგების მაქსიმიზაციისაკენ.

ჩვენი საიტი განკუთვნილია მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად. ჩვენს საიტზე არ ხდება ფსონების მიღება, ან რაიმე სხვა სახის აზარტული თამაშების წარმოება.